01:47 | 2020-08-17 ავტორი: თამარ ბუჩუკური

სოფის სიცოცხლის ფასი 5475 ლარია – დედა დახმარებას ითხოვს

სოფის სიცოცხლის ფასი 5475 ლარია – დედა დახმარებას ითხოვს

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „ყველა ერთად სოფისთვის” პოსტი ვრცელდება. 2 წლის გოგონას სიმსივნის იშვიათი ფორმა ნეირობლასტომა დაუდგინეს.

 

ოჯახმა ბავშვის გადასარჩენად ყველაფერი გაყიდა და ახლა, მათ მხოლოდ საზოგადოების იმედი აქვთ. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხა, არც თუ ისე დიდია, ოჯახს პატარა სოფის გადასარჩენად მხოლოდ 1500 ევრო სჭირდება, რომელიც დაახლოებით, 5 000 ლარამდეა.

 

„მინდა პატარა სოფი გაგაცნოთ! ის 2 წლისაა მან თითქმის დაამარცხა სიმსივნე და დაამტკიცა რომ სიმსივნე განაჩენი არ არის. მას იანვარში იშვიათი სიმსივნე ნეირობლასტომა დაუდგინეს, გაუკეთდა ოპერაცია.

 

ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ სოფი გადაერჩინათ და რაც გააჩნდათ ყველაფერი გაყიდეს. საზოგადოების დახმარებით მივიდნენ იმ ეტაპამდე რომ სოფის საბოლოო ქიმიოთერაპიის კურსი დარჩა და იმუნოთერაპია რომელზეც ძალიან მიზერული თანხა აკლდება 1500 ევრო. რაც 4500 ლარს შეადგენს. ამის გამო ბავშვი არ უნდა დავკარგოთ და გვაქვს კვლავ თქვენი იმედი.

 

სოფის სიცოცხლის ფასი 5475 ლარია, დამეხმარეთ!

 

დიახ, დავამტკიცეთ, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის.

 

სოფის იშვიათი სიმსივნე ნეირობლასტომა დაუდგინდა. 2 წლის სოფის ჩაუტარდა ოპერაცია და დარჩენილი აქვს ქიმიოთერაპიის ბოლო კურსი და იმუნოთერაპია.

 

რაზეც 4575 ლარი ანუ 1500€ გვაკლია.

 

უიმისოდ მოვკვდები გადამირჩინეთ ჩემი შვილი რომ საბოლოოდ გამოვაჯამრთელო და არ დავკარგო გთხოვთ.” – წერენ ჯგუფში.

 

მასწავლებელმა ბავშვებს დაავალა დაეწერათ, რა აწუხებთ - ამ ამბავმა ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო
2020-06-10მასწავლებელმა ბავშვებს დაავალა დაეწერათ, რა აწუხებთ - ამ ამბავმა ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო

 

ანგარიშის ნომერი:

 

თიბისი ბანკი

 

#GE04TB7507445064300012

 

საქართველოს ბანკი

 

#GE88BG0000000345911120

 

pay pal: tamunatamo974@gmail.com

 

მიმღები: თამუნა დორეული

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X