23:01 | 2020-05-28 ავტორი: Prime Time

სოფლის ტურიზმი პოპულარული ხდება! – რისთვის უნდა მოვემზადოთ

სოფლის ტურიზმი პოპულარული ხდება! – რისთვის უნდა მოვემზადოთ

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ სოფლის ტურიზმის ბუმი დაიწყება. ამის შესახებ გაზეთი Handelsblatt-ი წერს.

 

ექსპერტი ფიქრობს, რომ ტურიზმის ეს სახეობა წელს ყველაზე პოპულარული გახდება, ვინაიდან ტურისტები მოერიდებიან ხალხმრავალ ადგილებს, პოპულარულ პლაჟებს და ცნობილ საზღვაო კურორტებს.

 

მოგზაურობი ბუმი იქნება სოფლებში. ესპანეთმა უკვე გვაცნობა, რომ ჯავშნების 70% სოფლებზე მოდის

– ზურაბ პოლოლიკაშვილი

 

 

მისი თქმით ეს ახალი ტენდენცია პოზიტიური მოვლენაა, ვინაიდან შემოსავლებს მოუტანს აქამდე ნაკლებად პოპულარულ ადგილებს.

 

1,5-მეტრიანი დაშორება შეზლონგებს შორის - ზღვაზე დასვენების რეკომენდაციები
2020-05-271,5-მეტრიანი დაშორება შეზლონგებს შორის - ზღვაზე დასვენების რეკომენდაციები

 

„დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გრძელვადიანი ტენდენციაა, რომელიც პანდემიური კრიზისის შემდეგ დამატებითი მასტიმულიერებლი გახდება“ – განმარტავს ის და აცხადებს, რომ უახლოეს წლებში მთაში მოგზაურობა და სოფლებში დასვენება ძალიან მოთხოვნადი იქნება.

 

ამას გარდა, ის მიიჩნევს, რომ დამსვენებლებს უცხოეთში გამგზავრების დროს ახალი პრიორიტეტები გაუჩნდებათ.

 

პოლოლიკაშვილი ირწმუნება, რომ ახლა ტურისტები არჩევანის გაკეთებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ადგილობრივ ჯანდაცვის სისტემას მიაქცევენ.

ავტორი: Prime Time

X