00:02 | 2020-05-06 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“სოფოში ყველაზე მეტად ის სითბო მიყვარს, რაც ჩემი და ჩემი ბავშვების მიმართ აქვს” – ვინ არის ნიკოლოზ გამყრელიძის მეუღლე

“სოფოში ყველაზე მეტად ის სითბო მიყვარს, რაც ჩემი და ჩემი ბავშვების მიმართ აქვს” – ვინ არის ნიკოლოზ გამყრელიძის მეუღლე

ნიკოლოზ გამყრელიძემ თათია შარანგიას ინსტაგრამის ლაივში მისი და მისი მეუღლის სოფო კომახიძის ურთიერთობაზეც ისაუბრა.

 

როგორც გაირკვა წყვილს საკმაოდ ჰარმონიული ოჯახი აქვს, რომელიც უკვე ათ წელზე მეტხანს ითვლის.

 

“საერთო მეგობარი გვყავს, 2005 წელს გავიცანით ერთმანეთი და 2007 წლის თებერვალში დავქორწინდით, უკვე 13 წელი გავიდა.

 

სოფოში ყველაზე მეტად ის სითბო მიყვარს, რაც ოჯახის, ჩემი და ჩემი ბავშვების მიმართ აქვს. ასევე ღიაობა, მნიშვნელოვანია ურთიერთობა იყოს ტრანსპარენტული.

 

სწორედ ეს წარმოშობს იმ ურთიერთობას რაც გვაქვს. ვცდილობ ხშირად დავუთმო, მაგრამ უფრო დაბალანსებული ურთიერთობა გვაქვს.

 

თათია შარანგია დაინტერესდა, როგორი კულინარია უმცროსი გამყრელიძის მეუღლე.

 

“რთული კითხვაა. უფრო გარეთ ჭამა გვიყვარს, აღდგომაზე ჩაქაფული გააკეთა და ძალიან მოგვეწონა. კვირის დღეები ერთფეროვანი მაქვს, საღამოობით ვვარჯიშობ და მერე მოვდივარ სახლში. სოფო უფრო მეტად დაკავებულია, ბოლო ორი წელი სწავლა გადაწყვიტა, სამსახურს თავი დაანება და სამ ბავშვს უვლის. ამ ყველაფრის მართვა დიდი გამოწვევაა.

 

ჩვენ გვყავს ახლო მეგობრების წრე, ხშირად ვიკრიბებით ერთმანეთის სახლებში, ახლა აღარ გამოგვდის და იმედი მაქვს მალე შევძლებთ შეკრებას. ბევრი მხიარული დღეები გვაქვს, სწრაფად შეგვიძლია წვეულება დავაორგანიზოთ” – აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X