22:12 | 2021-05-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სოხუმში ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი მოკლეს – დამანაშავის დაკავების მიზნით ქალაქიდან გასასვლელი ჩაკეტეს

სოხუმში ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი მოკლეს – დამანაშავის დაკავების მიზნით ქალაქიდან გასასვლელი ჩაკეტეს

სოხუმში, იმამ შამილის ქუჩაზე, ქემალ არძინბა მოკლეს. ინფორმაცია დე ფაქტო აფხაზეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება.

 

ქემალ არძინბა მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

უწყება აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ტარდება აუცილებელი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად.

 

ქემალ არძინბა, დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილია.

 

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ შს მინისტრის ბრძანებით, მკვლელობაში დამნაშავის დაკავების მიზნით სოხუმიდან გასვლა შეიზღუდა. ქალაქის გასასვლელებში შექმნილია სპეციალური პოსტები

 

მკვლელობის მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია.

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X