12:16 | 2020-11-16 ავტორი: Prime Time

სომეხთა კარში გატანილი 7 გოლი – ვიდეო 1997 წლის არქივიდან, რომელიც, საქართველოს ნაკრების გუშინდელი მარცხის შემდეგ, განსხვავებულ ემოციებს აღძრავს

სომეხთა კარში გატანილი 7 გოლი – ვიდეო 1997 წლის არქივიდან, რომელიც, საქართველოს ნაკრების გუშინდელი მარცხის შემდეგ, განსხვავებულ ემოციებს აღძრავს

გუშინ, 16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში დინამო არენაზე სომხეთის ნაკრებთან გამართულ მატში დამარცხდა. ანგარიში 1-2-ით დასრულდა. მაყურებელი შეხვედრას არ ესწრებოდა.

 

თამაშის პირველი ნახევარი სტუმრების უპირატესობით დასრულდა, ანგარიშით 0:1. 64-ე წუთზე კი ვალერი ყაზაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 86-ე წუთზე სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ. ყვითელი ბარათების გამო შეხვედრა მურთაზ დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ გამოტოვეს. კორონავირუსის გამო გუნდს კვლავ ვერ დაეხმარნენ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია.

 

გუშინდელი მარცხის შემდეგ, ინტერნეტში აქტუალური გახდა საარქივო ვიდეო, რომელიც 1997 წლის 30 მარტით თარიღდება. ვიდეო ასახავს ასევე ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გამართულ შეხვედრას (თუმცა, ამხანაგურს), რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 7:0 დაამარცხა.

 

გოლის ავტორები იყვნენ შოთა არველაძე (პირველი გოლი), გიორგი ქინქლაძე (მეორე გოლი), შოთა არველაძე (მესამე გოლი), აჩი არველაძე (მეოთხე გოლი), აჩი არველაძე (მეხუთე გოლი), შოთა არველაძე (მეექვსე გოლი), მიხეილ ყაველაშვილი (მეშვიდე გოლი).

 

ავტორი: Prime Time

X