
სომხეთი ჯარში ინფიცირების რეალურ რიცხვს მალავს. მიუხედავად იმისა, რომ მარტის ბოლოდან სომხეთის ჯარში ვირუსის გავრცელების შესახებ არანაირი ინფორმაცია გავრცელებულა, ქვეყნის თავდაცვის უწყების პრესმდივანმა, შუშან სტეფანიამა განაცხადა, რომ ვირუსზე ტესტირება 35-მა ადამიანმა გაიარა, მათგან 6-ის პასუხი დადებითი იყო. ინფიცირებულთა შორის იყვნენ ოფიცრები, კონტრაქტორები.
ამასთან, ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი, გრანტ ბაგრატიანი აღიარებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მარტის შუა რიცხვებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სომხეთში სულ 18 ინფიცირებული იყო, დღეს კი უკვე 2619-ია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 146-ჯერ გაიზარდა.
15 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში ყოველ 100 ათას მოსახლეზე 2 ინფიცირებული მოდიოდა, სომხეთში კი – 0,4. ამჟამად, მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე უკვე 46 დაავადებულია, სომხეთში კი – 91. ცხადია, რომ ეს რიცხვი სომხურ არმიაზეც ვრცელდება.
გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიამ სომეხი სამხედრომოსამსახურეების მატერიალური მდგომარეობა გააუარესა.
14 აპრილს სომეხმა დეპუტატმა, სიპან ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა – “ჰუმანიტარულ დახმარებას სოციალურად დაუცველ 1100 ოჯახს დაურიგებენ, რომელიც ინჯევანიდან უკრაინელი ბიზნესმენის, ანდრანიკ კაზარიანის მიერ არის დაფინანსებული”.
სომხური გამოცემა, Jogovurd-ი, წერს, რომ სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილმა საკვებმა პროდუქტებმა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ყურადღება მიიქცია. მათ გვიან ღამით ტომრებში დაფასოებული პროდუქტები მოიპარეს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, პროდუქტები სამხედრომო სამსახურეებმა: გეგამ სარუხანიანმა, გარიკ პეტროსინამ და ერიკ მელიქსეთაინმა მოიპარეს.
კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ სომხეთი აიძულა, დახმარებისთვის თურქეთისთვის მიემართა, რომელსაც ე.წ. სომხების გენოციდში ადანაშაულებს. ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კერძოდ, უწყების პრესმდივანმა – ანა ნაგდალიანმა არაერთხელ უარყო თურქეთისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის ფაქტი.
თუმცა, FlightRadar-ზე მკაფიოდ ჩანს, რომ 14 აპრილს ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო თვითმფრინავი – Ah-26B გაფრინდა და სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დაეშვა.
Yesterday an #Antonov An-26B civilian cargo aircraft departed from #Armenia #Zvartnots International Airport and landed #İstanbul #Atatürk International Airport at second attempt.This flight has taken place after Armenian and Israeli request for #COVID19 assistance from #Turkey pic.twitter.com/e5rPCqkbws
— DefenceGEO (@DefenceGeo) April 14, 2020






















