11:37 | 2020-06-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სომხეთი საქართველოსგან არანაირ დახმარებას არ მიიღებს! – ზურაბ გურული

სომხეთი საქართველოსგან არანაირ დახმარებას არ მიიღებს! – ზურაბ გურული

ექიმის, ზურაბ გურულის ვარაუდით, სომხეთი საქართველოსგან არანაირ დახმარებას არ მიიღებს. ამაზე ის სოციალურ ქსელში წერს:

 

„ერთი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოფიციალურად რომ გააჟღეროს უნდობლობა მეორე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიმართ, ეს წარმოადგენს ოფიციალურ პოლიტიკურ განცხადებას.

 

მართალია ის, თუ მტყუანი, ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა.

 

საქართველოში კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2020-06-09საქართველოში კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

თუ იმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობაზე ისევ რჩება და წარმართავს ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკას, ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერი და კოლეგები ენდობიან მის ავტორიტეტს.

 

შესაბამისად, ქვეყანა, რომელიც ოფიციალურად ეჭვქვეშ აყენებს მეორე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის კომპეტენტურობასა და გამჭვირვალობას, არ მიიღებს მის მიერ გაკრიტიკებული ქვეყნისაგან არანაირ დახმარებას, მით უმეტეს, რომ მას უკვე მოსთხოვეს ბოდიშის მოხდა ამ ეჭვისა და კრიტიკის გამო.

 

მარტივია“.

 

შეგახსენებთ, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველო სტატისტიკის გაყალბებაში დაადანაშაულა და ასევე განაცხადა, რომ სომხეთს საქართველოზე უკეთესი ჯანდაცვის სისტემა აქვს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X