12:05 | 2020-06-08 ავტორი: ნინი ტაველიძე

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საავადმყოფოებს COVID-19-ით ინფიცირებულების მიღებას უკრძალავს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საავადმყოფოებს COVID-19-ით ინფიცირებულების მიღებას უკრძალავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილები არ არის.

 

კარანტინის პერიოდში სომხეთის გენშტაბის უფროსის შვილის ქორწილს 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა
2020-06-08კარანტინის პერიოდში სომხეთის გენშტაბის უფროსის შვილის ქორწილს 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა

 

მისი თქმით, 200 მეტი ინფიცირებული პაციენტი თავის რიგს ელოდება.

 

აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში უამრავი კლინიკაა, რომელიც ცარიელია და რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზად არის.

 

თუმცა, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი მათ ინფიცირებული პაციენტების მიღების უფლებას არ აძლევს.

 

ამის შესახებ „168.am“-ი წერს.

 

მარტიდან პირველ კლინიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებისთვის გამოყოფილი იყო ადგილები, თუმცა სამინისტრო საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებას მოქმედების საშუალებას არ აძლევს.

 

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებენ რეგიონებში განლაგებული სამედიცინო ცენტრების ხელმძღვანელი პირებიც. ისინი ამბობენ, რომ მათ ინფიცირებული პაციენტების მიღება შეუძლიათ. თუმცა, ჯანდაცვის მინისტრი, არსენ ტოროსიანი მათ უარს ეუბნება და ინფიცირებული პაციენტების მიღებას უკრძალავს.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X