
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
მნაცაკანიანი დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ვიზიარებ მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს და ახლობლებს, ვინც მოძმე საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საყვარელი ადამიანი დაკარგა.
ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას დაშავებულებს. სომხეთი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას“,- წერს ზოჰრაბ მნაცაკანიანი twitter-ზე.























