
სომხეთის საელჩო რუსეთში, უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონიანი მოსკოვში იმყოფება.
სოციალურ ქსელ ტელეგრამში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრი დღეს, მთიან ყარაბაღში სიტუაციის გამწვავების ფონზე, მოსკოვში ჩაფრინდა.
ცოტა ხნის წინ, სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ასევე, იხილეთ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების პირველი კადრები.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.






















