19:29 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

სომხეთში  კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში  კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში ახალი კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 72 წლის პაციენტია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული იყო და თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

 

ბოლო მონაცემებით, სომხეთში ინფიცირებულია სულ 290 ადამიანი. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კი, საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა.

 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 479,915 შემთხვევაა დაფიქისრებული. მათგან 21,577 გარდაცვალებით დასრულდა, ხოლო 115,798 გამოჯანმრთელდა.

 

 

ავტორი: Prime Time

X