13:05 | 2020-06-03 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულ ბავშვს კავასაკის სინდრომი დაუდგინდა

სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულ ბავშვს კავასაკის სინდრომი დაუდგინდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულ 4 წლის ბავშვს კავასაკის სინდრომი დაუდგინდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს.

 

მანამდე, მსგავსი იშვიათი სინდრომით, ბავშვების დაავადების შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა.

 

რა არის კავასაკის სინდრომი, რომელიც მშობლებში შიშს და პანიკას იწვევს
2020-05-15რა არის კავასაკის სინდრომი, რომელიც მშობლებში შიშს და პანიკას იწვევს

 

„სამწუხაროდ გვაქვს კავასაკის სინდრომის შემთხვევა 4 წლის ბავშვზე, რომელსაც კორონავირუსი ასიმპტომურად ჰქონდა. ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში გაიზარდა ამ სინდრომით დაავადებულ ბავშვებთა რიცხვი.

 

ზოგიერთი მკვლევარი კი აღნიშნულ სინდრომს COVID-19-ის პანდემიას უკავშირებს“, – წერს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი.

 

ტოროსიანი აღნიშნავს, რომ სომხეთის ჯანდაცვის უწყებამ გაითვალისწინა საერთაშორისო სტატისტიკა ამ სინდრომთან დაკავშირებით და კავასაკის სამკურნალო პრეპარატები შეიძინა.

 

კავასაკის სინდრომით დაავადების შემთხვევები ბოლო პერიოდში ფიქსირდება ისეთ ქვეყნებში, რომლებიც განსაკუთრებულად დაზარალდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები, რომლებსაც კავასაკის სინდრომის დიაგნოზს უსვამენ, ასევე კორონავირუსით არიან ინფიცირებულები.

 

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X