
სომხეთში იმ 132 ადამიანის პირადი მონაცემები გაასაჯაროვეს, ვინც კორონავირუსით დაიღუპა.
მათი სახელები, გვარები და დაბადების თარიღები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამან ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, ალინა ნიკოგოსიანი აცხადებს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
ვაპირებთ მივმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაციის წყაროს დასადგენად.
ფაქტობრივად, დარღვეულია ადამიანის უფლებები, სრულად გამოქვეყნებულია საიდენტიფიკაციო პირადი მონაცემები, რაც დაუშვებელია. – ალინა ნიკოგოსიანი
სომხეთში 13 ივნისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში COVID 19–ით ინფიცირების 10 009 შემთხვევა დადასტურდა. მათგან გამოჯანმრთელდა 3 427, გარდაიცვალა – 158.























