16:15 | 2020-03-30 ავტორი: Prime Time

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 482-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 482-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 482-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ამასთან, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 30-ს მიაღწია. დაღუპულია სამი ადამიანი.

 

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ COVID-19-ით ინფიცირებულნი არიან ექიმები და სამხედროებიც. ინფექცია დაუდგინდა დაავადებათა ეროვნული ცენტრის 14 თანამშრომელს და 12 ჯარისკაცს.

ავტორი: Prime Time

X