
სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა. ამის შეხასებ სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, არსენ ტოროსიანი წერს.
მინისტრის ინფორმაციით, ჯამურად, ქვეყანაში 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
სომხეთში მეორე დღეა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. იკრძალება კულტურული, სპორტული, საგამანათლებლო და გასართობი ღონისძიებები. ქორწილებში, ნიშნობებსა და სხვა საოჯახო დღესასწაულებში უნდა მონაწილეობდეს არაუმეტეს 20 ადამიანისა.
ამასთან იკრძალება უცხოელი მოქალაქეების მიღება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად დაზარალდნენ კორონავირუსით.
ԹԱՐՄԱՑՈՒՄ 18:00, 17.03.2020թ.Ունենք ևս 8 հաստատված դեպք, որոնցից ոմանք արդեն իսկ մեկուսացված են եղել, իսկ մյուսների…
Gepostet von Arsen Torosyan am Dienstag, 17. März 2020






















