00:46 | 2020-06-07 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სომხეთში პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა  დაფიქსირდა

სომხეთში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

ფაშინიანის თქმით, სომხეთში COVID-19-ით ორი პაციენტი, რეანიმაციაში უადგილობის გამო გარდაიცვალა
2020-06-06ფაშინიანის თქმით, სომხეთში COVID-19-ით ორი პაციენტი, რეანიმაციაში უადგილობის გამო გარდაიცვალა
როგორც სომხეთის იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ლუსინე მარტრისიანმა განაცხადა, არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარდა პროფილაქტიკური ზომები.

 

„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. გატარდა პროფილაქტიკური ზომები. ჩატარდა ხელახალი ტესტირება და სხვა მსჯავრდებულებს და თანამშრომლებს ცოვიდ19 არ დაუდასტურდათ“, – აცხადებს სიმონე მარტიროსიანი.

 

დღეს, სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში 200 კოვიდინფიცირებულის ჰოსიპიტალიზაცია ვერ ხერხდება, რადგან ადგილები არ არის.

 

6 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 12,364 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 190 გარდაიცვალა, ხოლო 3,720 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X