14:45 | 2020-04-25 ავტორი: Prime Time

„სოსო კიკაბიძე… კეთილი და ერთგული ადამიანი მოგვტაცა კორონამ“

„სოსო კიკაბიძე… კეთილი და ერთგული ადამიანი მოგვტაცა კორონამ“

ჟურნალისტი ნუგზარ კერესელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

 

ირკვევა, რომ მოსკოვში კორონავირუსით ქართველი მამაკაცი, სოსო კიკაბიძე გარდაიცვალა.

 

„სოსო კიკაბიძე … კეთილი და ერთგული ადამიანი მოგვტაცა კორონამ … ნათელი მის სულს – ბრწყინვალე შვიდეულში აღზევებულს … კიდევ ერთო სოხუმელი …. დიდი ტკივილი!

 

ეს ფოტოები 2014 წლის დეკემბერშია გადაღებული, როცა მას და მის თანაკლასელს და ჩემს ჯგუფელ შოთა ფარცვანიას ვესტუმრე სამსახურში მოსკოვის სიახლოვეს…

 

სოსო უცებ ყავით გაგვიმასპინძლდა და მერე სხვაგან გავაგრძელეთ ….

 

დღეს ორივე ისევ ერთად არიან – ზეციურ საქართელოში“, – წერს ნუგზარ კერესელიძე.

 

Nugzar Kereselidze-ს ფოტო.

 

Nugzar Kereselidze-ს ფოტო.

ავტორი: Prime Time

X