
Sputnik-საქართველო უარყოფს რაიმე კავშირს ვებგვერდთან, სადაც თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნდა.
„მასალა, რომლის გაფორმება Sputnik-საქართველოს ვებგვერდთან არის მიმსგავსებული, ქსელში დღეს გავრცელდა. აღნიშნული მასალა შეიცავს ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც მან თითქოს ქართულ ტელეარხს მისცა.
Sputnik-საქართველოს რედაქცია კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან“, – წერს Sputnik-საქართველოს ვებგვერდი.






















