20:38 | 2020-04-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სოციალურ ქსელში ქილიკობენ… მინდა მოსახლეობას მივმართო! – მარინა ეზუგბაია ქართულ პირბადეებზე

სოციალურ ქსელში ქილიკობენ… მინდა მოსახლეობას მივმართო! – მარინა ეზუგბაია ქართულ პირბადეებზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ქართული წარმოების ახალ პირბადეებზე განცხადებას აკეთებს და მოსახლეობას მიმართავს:

 

„ტელესივრცეში და სოციალურ ქსელში ქილიკობენ საქართველოში წარმოებულ პირბადესთან დაკავშირებით, რომელიც მე მიკეთია.

 

მე არ ვპასუხობ არავის, უბრალოდ მოსახლეობას მივმართავ: ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან ასევე CoViD-19-ისგან.

 

ეს პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტორლის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

 

ეს პირბადე არ არის საშიში, ის თქვენ დაგიცავთ და ამის მოხმარება შეიძლება“, – განმარტავს ეზუგბაია.

 

ცნობისთვის, საქართველოში წარმოებული პირბადე სააფთიაქო ქსელებში გუშინ გამოჩნდა და მისმა ვიზუალმა საზოგადოებაში სხვადასხვა შეფასება გამოიწვია.

 

დღეს კი მმართველი გუნდის წევრებს, იმის მტკიცება დასჭირდათ, რომ ქართული წარმოების პირბადეები ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

 

აღნიშნულ ფაქტს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძეც გამოეხმაურა და განაცახდა, რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ, შესაძლოა სწორედ მსგავსი პირბადეები გამოუშვას.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X