
მომღერალი ეკა კვალიაშვილი კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციებს აპროტესტებს. მისი თქმით, პირბადის გაკეთებას არ აპირებს და მოუწოდებს ექიმებს დაუმტკიცონ, რომ ქუჩაში პირბადის გარეშე სიარული არ შეიძლება.
„რა უფლებით მიკრძალავ ჰაერის ჩასუნთქვას, დამიმტკიცე, რომ არ შეიძლება. დამიმტკიცე, რომ შაბათ-კვირას არ შეიძლება კაფეებში დაჯდომა და მარტო ამ დღეებში გადადის ეს რაღაც , არარსებული, მოგონილი მარაზმი. მესამე კიდევ, დამიმტკიცე, რომ საერთოდ რაც ხდება სიმართლეა. ექიმები ხართ თუ ვინ ხართ ხალხნო, სირცხვილია. ხალხნო, თქვენ კიდევ ნუ ხართ ყურბანები, ცოტა აზრზე მოდით და გაიღვიძეთ.
თავმოყვარეობა არა გაქვთ ბოლოს და ბოლოს? ქალი ცუდადა ვარ უკვე ამ პირბადის გამო და პირბადის გამო, არ მოვიდეს არავინ და ჯარიმა არ მითხრას, თორემ ,,სპასობნი” ვარ სახეს დავახევ. პირბადის გარეშე იარონ. ჩემია ეს ორგანიზმი, მე ეკა ვარ კვალიაშვილი და ჩემი ეს ფილტვები, ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ეს ბებერი, მარაზმატიკი, აყროლებული, ვითომ ექიმები? ან თქვენ ჯანმრთელობაზე? არ დაიჯეროთ და ცოტა გამოფხიზლდით რა”, – ამბობს ვიდეო მიმართვაში კვალიაშვილი.






















