18:44 | 2021-05-24 ავტორი: ნინი ტაველიძე

სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს შეუძლიათ კორონავირუსით ინფიცირებულები ამოიცნონ

სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს შეუძლიათ კორონავირუსით ინფიცირებულები ამოიცნონ

სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს აეროპორტებში კოვიდის სკრინინგის გაუმჯობესება შეუძლიათ.

 

ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

მეცნიერების თქმით, სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს შეუძლიათ კორონავირუსის ახალი შემთხვევების პრევენციას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყონ.

 

კვლევის განმავლობაში ძაღლებს სპეციალურად წვრთნიდნენ იმისთვის, რომ ამოეცნოთ ის სუნი, რომელსაც ინფიცირებული ადამიანები გამოყოფენ და რომლის აღქმაც ადამიანთა სასუნთქ სისტემას არ შეუძლია.

 

თუ თქვენი პაროლი ამ 25-ს შორის არის, დაუყოვნებლივ შეცვალეთ!
2021-05-24თუ თქვენი პაროლი ამ 25-ს შორის არის, დაუყოვნებლივ შეცვალეთ!

 

აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში ძაღლებმა კოვიდით ინფიცირებული ადამიანების 88%-იანი სიზუსტით იდენტიფიცირება შეძლეს. 16%-ის შემთხვევაში შედეგები არასწორი აღმოჩნდა.

 

მეცნიერების თქმით, კვლევის შედეგები ლაბორატორიული ტესტირებითაც უნდა გადამოწმდეს.

 

ბოლოდროინდელმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ კოკერ სპანიელისა ლაბრადორ რეტრივერის ჯიშის ძაღლებს შეუძლიათ აღმოაჩინონ ისეთი სპეციფიკური სუნები, რომლებიც კიბოს, პარკინსონსა და მალარიას ახასიათებს.

 

მკვლევარების თქმით, ორ ძაღლს 300 ადამიანის შემოწმება ნახევარ საათში შეუძლია.

 

charity Medical Detection Dogs-ის მთავარი მეცნიერი, კლერ გესტი ამბობს, რომ თუ თვითმფრინავში მყოფი სამასი ადამიანიდან მხოლოდ ერთს აქვს კოვიდი, სავარაუდოდ, ძაღლები მას სწორად ამოიცნობენ. თუმცა, ასევე შეიძლება მიუთითონ ადამიანთა იმ კატეგორიაზეც, რომლებსაც რეალურად კოვიდი არ აქვთ.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კოვიდ სქრინინგისთვის გაწვრთინილი ძაღლების გამოყენება მაშინ იქნება ეფექტური თუ მათ ტესტირების პარალელურად გამოიყენებენ.

 

ყველაზე კარგი ისაა, რომ უსწრაფესი კოვიდ ტესტიც კი შედეგს 15 წუთში აჩვენებს, როდესაც ძაღლებს ყნოსვით დაავადების ამოცნობა სულ რამდენიმე წამში შეუძლიათ.

 

მკვლევრების თქმით, სავარაუდო ვარიანტი ასე გამოიყურება – აეროპორტებში რიგში მდგომ მგზავრებს ჯერ ძაღლები შეამოწმებენ და საეჭვო შემთხვევების აღმოჩენისას ადამიანებს უკვე პისიარ ტესტით შეამოწმებენ.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X