
ავსტრიის დედაქალაქში სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცველები ერთ თავდამსხმელს ეძებენ.
სროლის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. მანამდე ინფორმაცია 7 დაღუპულის შესახებ გავრცელდა.
ქვეყნის კანცლერმა, სებასტიან კურცმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა და ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია.
შსს მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები, არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მთავრობამ რეკომენდაცია გასცა და დღეს მოსწავლებიისთვის სკოლაში მისვლა აუცილებელი არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ცეცხლი 6 სხვადასხვა ადგილას გახსნეს, მათ შორის ვენის ცენტრში მდებარე სინაგოგასთან.






















