
კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, გურჯაანში მსუბუქი ავტომანქანა გააცერეს, რომლიდანაც რომელშიც ხელყუმბარა და ვინჩესტერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.
ავტომობილის მფლობელი, ზაზა მგელიაშვილია, რომელიც, მისი განმარტებით, გურჯაანში, მამამისთან მიემგზავრებოდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მგელიაშვილის მამა, ნამდვილად გურჯაანში ცხოვრობს.
ჰქონდა თუ არა, იარაღიან პირს, სხვა განზრახვა, ამ წუთისათვის ცნობილი არ არის. მომხდარ ფაქტზე, ჯერჯერობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება არ გაუკეთებია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















