11:56 | 2021-10-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სპეცოპერაცია ხობში – დაკავებულია ყოფილი ძალოვანი

სპეცოპერაცია ხობში – დაკავებულია ყოფილი ძალოვანი

გვიან ღამით ხობში სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა. „ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, რაფავას ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად ხელყუმბარაც დაუდეს.

 

ჩხრეკა ჩატარდა ასევე პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას სახლშიც, სოფელ კახათში. სამართალდამცავებმა შამახიას საცხოვრებელი სახლიდან სანადირო თოფი ამოიღეს. შამახია ჩხრეკის დროს სახლში არ იმყოფებოდა.

 

ცნობისთვის, გვიან ღამით, ხობში ჩავიდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

 

შსს ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X