
კვირას ისრაელის ახალი პრემიერ მინისტრის, ნაფტალი ბენეტის ფიცის დადებამ, ბენიამინ ნეთანიაჰუს 12 წლიან მმართველობას წერტილი დაუსვა.
ახალი კოალიციური მთავრობა მრავალფეროვანი და იდეოლოგიურად განსხვავებული 8 პარტიისგან შედგება და პირველად ისტორიაში სამთავრობო კოალიციის წევრი არაბული პარტიაც გახდა.
ერთადერთი მიზეზი, რამაც მათი კოალიციური მთავრობა შესაძლებელი გახადა, ბენიამინ ნეთანიაჰუს საერთო ძალებით დამარცხება გახლდათ. ამასთან ნაფტალი ბენეტი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრემიერ მინისტრი გახდა, რომელმაც პოსტი მხოლოდ 6 საპარლამენტო მანდატის მოპოვების შემდეგ დაიკავა.
მემარჯვენე პოლიტიკოსი, ისრაელის და პალესტინის ორი სახელმწიფოს ფორმულის მტკიცე მოწინააღმდეგე, ყოფილი სპეცრაზმელი და მილიონერი ვინ არის ნაფტალი ბენეტი?
ბენეტი ჰაიფაში, შტატებიდან ემიგრირებული მშობლების ოჯახში დაიბადა. როგორც ნეთანიაჰუ, ისე ბენეტიც, ისრაელის არმიის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფში “საიერეტ მატკალი“ მსახურობდა, რომელიც სპეცოპერაციებს ატარებს, მათ შორის მძევლების გასათავისუფლებად და ისრაელის მტრად მიჩნეული ადამიანების დასატყვევებლად.
პოლიტიკაში მოსვლამდე, ნაფტალი ბენეტმა სამხედრო სამსახურში, შემდეგ კი – ბიზნესში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მაიორი ბენეტი ისრაელის სპეციალური დანიშნულების ძალების ორ ნაწილში მსახურობდა და საომარ მოქმედებებში არაერთგზის მონაწილეობდა. რეზერვში გადასვლის შემდეგ კი, მან კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში შექმნა სტარტაპი, რომელიც გაყიდა და მულტიმილიონერი გახდა.
მისი თქმით პოლიტიკაში წასვლა 2006 წელს ლიბანურ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ბრძოლისას მიღებუბული გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა.
ნაფტალი ბენეტი ერთ დროს ნეთანიაჰუს პროტეჟედაც ითვლებოდა, 2006-08 წლებში მაშინდელი პრემიერ მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობდა. შემდეგ ის გამოეყო ნეთანიაჰუს პარტიას, „ლიკუდს“ და შეუერთდა მემარჯვენე პარტიას „ებრაული სახლი“, რომელიც 2013 წელს პარლამენტში შეიყვანა.
მოკლე ხნით იყო დასავლეთ ნაპირის დასახლებების საბჭოს, იეშას თავმჯდომარე, სანამ ქნესეთში მოხვდებოდა 2013 წელს. მოგვიანებით მინისტრთა კაბინეტში დიასპორის, განათლებისა და თავდაცვის მინისტრების პოსტები ეკავა ნეთანიაჰუს სხვადასხვა მთავრობაში.
ულტრანაციონალისტი თუ „ნეთანიაჰუზე უფრო მემარჯვენე“ ?
ახალ პრემიერ-მინისტრს ხშრიად ულტრანაციონალისტს უწოდებენ, თავად კი საკუთარ თავს ნეთანიაჰუზე უფრო მემარჯვენე მიიჩნევს.
მისი თქმით, ისრაელი უნდა იყოს ებრაეკთა ნაციონალური სახელმწიფო და მიიჩნევს, რომ ისრაელს ისტორიული უფლებები გააჩნია დასავლეთ სანპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და 1967 წელს ოკუპირებულ სირიის გოლანის მაღლობებზე.
ის ეწინააღმდეგება პალესტინელთა დამოუკიდებლობას და მტკიცედ უჭერს მხარს ებრაელთა დასახლებებს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში. რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილის კონფლიქტის მოგვარებისა და მშბიდობისკენ მიმავალ გფზაზე მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს.
„ისრაელის მიწის ერთ გოჯსაც არ დავთმობ. წერტილი !“, – განაცხადა ნაფტალი ბენეტმა მიმდინარე წლის თებრვალში ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი თქმით, ისრაელმა უნდა შეიერთოს იუდეისა და სამარიის დიდი ნაწილი – სწორედ ამ ბილბიური სახელებით მოიხსენიებს იორდანიის დასავლეთ სანაპიროს.
ამასთან, ბენეტი მხარს უჭერს პალესტინელი მებრძლების სიკვდილით დასჯას. საინტერესოა, რომ ისრაელში სასჯელის ეს უმაღლესი ზომა არასდროს გამოუყენებიათ, გარდა ერთი გამონაკლისისა, როდესაც 1962 წელს ნაცისტი დამნაშავე ადოლფ აიჰმანი ჩამოხრჩვეს.
დაპირისპირება ნეთანიაჰუსთან
49 წლის ნაფტალი ბენეტს, რომელიც 4 შვილის მამაა, ნეთანიაჰუს მსგავსად, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში მტკიცე ხელის პოლიტიკის გამტარებელია, მაგრამ ამ ორ პოლიტიკოსს წლებია დაძაბული ურთიერთობები აქვთ.
მართალია ბენეტი 2 წელი ხელმძღვანელობდა ნეთანიაჰუს აპარატს, მაგრამ მათი გზები გასაიდუმლოებული კონფლიქტის შედეგად გაიყო, რაშიც ისრაელის მედია ნეთანიაჰუს ცოლს, სარას სდებს ბრალს, რომელიც თავის მხრივ მეუღლის ვიწრო წრეში დიდი გავლენით სარგებლობს.
მიმდინარე წლის მარტის არჩევნებში (რედ. მეოთხე არჩევნები 2 წელში)ბენეტი საარჩევნო კამპანიას ურყევი მემარჯვენის პოზიციიდან უძღვებოდა და ნაციონალურ ტელევიზიაში გამოსვლისას, საჯაროდ დადო პირობა, რომ ცენტრისტს და ნეთანიაჰუს ერთ-ერთ მთავარ მეტოქეს, იაირ ლაპიდს, არ მისცემდა პრიემიერ-მინისტრობის უფლებას.
მაგრამ როგორც გამოჩნდა, მაშინ როცა ნეთანიაჰუ ვერ ახერხებდა სამთავრობო კოალიციის შექმნას, ბენეტმა ზუსტად ეს გააკეთა – ის დათანხმა 2 წლით პრემიერ-მინისტრობას, შემდეგ კი 2 წლით ძალაუფლების იაირ ლაპიდისთვის გადაცემას.
ნეთანიაჰუს მომხრეები მას ამომრჩევლის მოტყუებაში სდებენ ბრალს და მოღალატეს უწოდებენ.
დიდი ცვლილება
ბენეტი თანამედროვე ორთოდოქსი იუდეველია და ის იქნება პირველი პრემიერი, რომელიც რეგულარულად ატარებს კიპას – მორწმუნე იუდეველების ტრადიციულს ქუდს.
ნაფტალი ბენეტი ისრაელის ლიდერების მესამე თაობას წარმოადგენს, სახელმწიფოს დამაარსებლებსა და ნეთანიაჰუს თაობის შემდეგ, რომელთა ფორმირება ქვეყნისთვის დაძაბულ წლებსა და არაბულ სახელმწიფოებთან მძიმე ბრძოლების ფონზე წამოიზარდა.
მიუხედავად, იმისა, რომ ის პოზიციონირებს მკვეთრად გამოხატული მემარჯვენის პოზიციიდან, ამჯერად ის შეზღუდული იქნება თავისი კოალიციის ფარგლებში, რომელიც მემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტული პარტიებისგან შედგება.
(Associated Press-ის, BBC-ის მიხედვით)






















