01:22 | 2020-03-11 ავტორი: Prime Time

სპეცრეისით ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებიდან შვიდს ტემპერატურა დაუფიქსირდა

სპეცრეისით ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებიდან შვიდს ტემპერატურა დაუფიქსირდა

იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებიდან შვიდს ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

შეგახსენებთ, იტალიიდან სპეცრეისით საქართველოს 156 მოქალაქე ჩამოიყვანეს.

 

გამოფრენამდე მათ შემოწმება ჩაუტარდათ და არც ერთს კორონავირუსის სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

 

შსს-ს ცნობით, იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინო ზონაში გაემგზავრებიან.

 

მიუხედავად ამისა, ისინი საქართველოში კვლავ გაივლიან შემოწმებას, რის შემდეგაც პრევენციის მიზნით, ყველა მათგანი 14 დღიან კარანტინში გადავა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 6 მარტს იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.

ავტორი: Prime Time

X