13:52 | 2020-05-30 ავტორი: Prime Time

სპორტდარბაზები იხსნება, თუმცა გასახდელის და საშხაპის გამოყენება არ შეგეძლებათ

სპორტდარბაზები იხსნება, თუმცა გასახდელის და საშხაპის გამოყენება არ შეგეძლებათ

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის სპეციალური რეკომენდაციები.

 

დოკუმენტის თანახმად, დახურულ სივრცეში ვარჯიში შესაძლებელია მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით და მაქსიმუმ 5 ადამიანის მონაწილეობით.

 

სავარჯიშო დარბაზში შესვლის წინ ყველა პირი ვალდბეულია სპეციალური ჰიგიენური პროცედურები ჩაიტაროს, მაგალითად დაიბანოს ხელი საპნით და გამოიყენოს სადენზიფექციო საშუალებები.

 

ამავე ბრძანებით ირკვევა, რომ დაუშვებელია საერთო სარგებლობის გასახდელების და საშხაპე სივრცეების გამოყენება.

 

ავტორი: Prime Time

X