
თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, სპორტდარბაზების გახსნის მოთხოვნით მწვრთნელებმა აქცია გამართეს.
მწვრთნელების თქმით, ორშაბათს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს და ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ, იმსჯელეს რეკომენდაციებზე, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა და დღემდე პასუხს ელოდებიან.
მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას საქართველოს მასშტაბით ყველა სპორტდარბაზი, 5 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანის დაშვებით.























