
კანადაში, ახალი შოტლანდიის პროვინციის ქალაქ პორტაპიკში სროლას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა 51 წლის გაბრიელ ვორტმანმა ცეცხლი პორტაპიკში და სხვა ადგილებში გახსნა. რამდენიმე საათიანი დევნის შემდეგ პოლიციამ ბოროტმოქმედი მოკლა. დამნაშავეს ვინაობა უცნობია.
პოლიციის კომისრის, ბრენდ ლაკის თქმით, ბოროტმოქმედი ტერორიზმთან არაა დაკავშირებული. მომხდარის გამოძიება გრძელდება. შესაძლებელია მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.






















