15:43 | 2020-06-04 ავტორი: Prime Time

სროლა საფიჩხიაზე – ერთმანეთს მეეზოვე და მაღაზიის მეპატრონე დაუპირისპირდნენ

სროლა საფიჩხიაზე – ერთმანეთს მეეზოვე და მაღაზიის მეპატრონე დაუპირისპირდნენ

დაპირისპირების ნიადაგზე სროლა იყო საფიჩხიაზე. დაპირისპირება მეეზოვესა და ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონეს შორის მოხდა.

 

„ეს იყო პირადი კონფლიქტი ადამიანებს შორის, ერთი მათგანი ყოფილა მეეზოვე, რომელიც ჩანაცვლებით მუშაობს ჩვენთან. მეტი დეტალი არ ვიცით“,- უთხრეს პრაიმტაიმს ააიპ „სპეციალურ სერვისებში”.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში  განმარტავენ, რომ მომხდარზე  მიმდინარეობს მოკვლევა.

 

 

ავტორი: Prime Time

X