16:14 | 2021-09-06 ავტორი: Prime Time

სროლა თბილისში! – ვაზისუბანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

სროლა თბილისში! – ვაზისუბანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

სროლა იყო თბილისში, ვაზისუბანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

 

“პრაიმტაიმის”ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა ფეხის არეში აღენიშნება. კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

თვითმხილველების თქმით, გასროლამდე ხმაური ისმოდა, მოგვიანებით კი ძირს დავარდნილი კაცი დაინახეს.

 

როგორც “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი -118-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: იტალიელი პილოტის სოფლიო რეკორდი

 

ავტორი: Prime Time

X