14:56 | 2021-08-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სრულად ვაქცინირებულებს სექტემბრიდან მეტი თავისუფლება ექნებათ – პაატა იმნაძე

სრულად ვაქცინირებულებს სექტემბრიდან მეტი თავისუფლება ექნებათ – პაატა იმნაძე

სრულად ვაქცინირებულებს სექტემბრიდან მეტი თავისუფლება ექნებათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

 

„სამწუხაროდ, ჯერ ვაქცინირებული ადამიანების წილი არ არის იმდენი, რომ ეს მოხერხდეს. გამოცხადებულია, რომ სექტემბრიდან, ამ ადამიანებს უსაფრთხოებიდან გამომდინარე მეტი თავისუფლება ექნებათ. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ეს იქნება. ეს უსაფრთხოების ზომების დაცვაა. არის ვიღაც, ვინც მეტ საფრთხეს წარმოადგენს თავის თავისთვის და საზოგადოებისთვის, არის ის, ვინც ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს თავისი თავისთვის და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა იმნაძემ.

 

ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X