17:24 | 2021-11-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სრულად ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის განცხადების სულისკვეთებას, იქნება პარტიული გადაწყვეტილება – ხატია დეკანოიძე

სრულად ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის განცხადების სულისკვეთებას, იქნება პარტიული გადაწყვეტილება – ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ის სრულად იზიარებს მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას მანდატების დატოვების შესახებ. მისი თქმით, განცხადება აღნიშნულ თემაზე მალე გაკეთდება.

 

„მე სრულად ვიზიარებ ამ განცხადების სულისკვეთებას. იქნება ერთობლივი პარტიული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ძალიან მალე ჩვენი პარტიის სახელით განცხადება გაკეთდება. მე, პიროვნულად სრულად ვიზიარებ ამ განცხადების სულისკვეთებას. ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე იქნება ერთობლივი გადაწყვეტილება, რაც რეალურად გაჟღერდება ძალიან მალე, მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი სრულად ვიზიარებ ამ განცხადების სულისკვეთებას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

მიხეილ სააკაშვილმა დღეს გაავრცელა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მისი რჩევა იქნება ყველა თანამებრძოლისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო.

 

ასევე წაიკითხეთ:

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X