11:22 | 2020-04-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

სრული ინფორმაცია პაციენტების მდგომარეობაზე – ბოლო მონაცემები

სრული ინფორმაცია პაციენტების მდგომარეობაზე – ბოლო მონაცემები

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცრებული 408 ადამიანია. ისინი საქართველოს მაშსტაბით სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებულები.

 

კლინიკის წარმომადგენლები პაციენტების მდგომარეობის შესახებ განამრტებებს აკეთებენ:

 

ბოჭორიშვილის კლინიკა:

 

ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში 54 პაციენტია მოთავსებული, აქედან ვირუსი 24-ს აქვს დადასტურებული.

 

საყურადღებოა 4 პაციენტის მდგომარეობა.

 

კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 6 მოზარდი რჩება, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

 

ასევე, ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება სასულიერო პირი, რომელსაც ვირუსი ჰქონდა დადასტურებული. მისი მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა.

 

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი ახალ ინფიცირებულებზე საუბრობს.

 

„ჩვენს კლინიკაში გვყავს ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა. ის არის შუახნის ქალბატონი და მიეკუთვნება ბოლნისის კლასტერს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კონტაქტები კი უკვე შესწავლილია“,- აღნიშნავს სოლოღაშვილი.

 

ინფექციური საავადმყოფო:

 

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 44 პაციენტია მოთავსებული, აქედან 14-ს მძიმე პნევმონია აქვს.

 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია განმარტავს, საავადმყოფოში ორი პრობლემური პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობის პროგნოზირება ჯერჯერობით რთულია.

 

ასევე, საავადმყოფოში რჩება 7 მოზარდი, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკია 

 

ამ დროისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 118 პაციენტია მოთავსებული, რომლიდანაც 91-ს ვირუსი დადასტურებული აქვს.

 

9 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, აქედან სამის მდგომარეობა კრიტიკულია, დანარჩენები კი სტაბილურად არიან.

 

„პაციენტები ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადანაწილებულები არიან სხვადასხვა სართულზე. 47 პაციენტთან დადასტურებულია მწვავე პნევმონია და მკურნალობა არის სიმპტომური“,- აღნიშნავს კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი.

 

რესპუბლიკური საავადმყოფო 

 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 59 პაციენტია მოთავსებული, აქედან ინფექცია 39-ს აქვს დადასტურებული.

 

პაციენტების მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია.

 

საავადმყოფოში ერთი არასრულწლოვანია.

 

„ზოგადი მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. 3 პაციენტს აქვს შეადრებით მწვავედ მიმდინარე პნევმონია, თუმცა მართვითი სუნთქვა არცერთს არ სჭირდება.

 

გუშინ ინფექციურიდან გადმოიყვანეს ერთი პაციენტი კვლევისათვის დ ის დარჩება ჩვენთან გააგრძელებს მკურნალობას.

 

დღე ვუღებთ 18 პაციენტს ტესტს. ასევე საკარანტინო ზონიდან გადმოვიყვანთ ორ პაციენტს“,- აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 408-მდე გაიზარდა
2020-04-21საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 408-მდე გაიზარდა

 

კორონავირუსით გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი.

 

გარდაცვლილია 4 მოქალაქე 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X