
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს, როგორც ეს იყო გადაწყვეტილი მთავრობის მიერ. სამუშაოები ხორციელდება მხოლოდ გაცემული ნებართვის და მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში“- აცხადებს ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი მერაბ ლომინაძე.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საპროტესტო მობილიზაციისთვის გამოყენებულია გარკვეული პროვოკაციული ქმედებები. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწიელეებს წინასწარ არც კი უკითხავთ, მიმდინარე სამუშაოების შესახებ. კომპანიის თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში არიან ადგილზე, იმისათვის რომ ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ზედამხედველობის და გარემოს დაცვის ინსპექციის წარომადგენლებთან, მუდმივ რეჟიმში და ამ შემთხვევაში, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში ისინი განახორციელებენ სრულ მონიტორინგს უახლოეს მომავალში. ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას.“ – მერაბ ლომინაძე ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი.
ცნობისთვის, ვარლამ გოლეთიანი, რომელიც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია, აცხადებს, რომ ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.






















