12:34 | 2020-12-09 ავტორი: თამთა თორდია

სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება დაიწყოს გართულება – მაია ბუწაშვილი ასახელებს დროს, როდის შეიძლება ეს მოხდეს

სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება დაიწყოს გართულება – მაია ბუწაშვილი ასახელებს დროს, როდის შეიძლება ეს მოხდეს

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის დროს, გართულების კუთხით, ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს და თანხმლებ დაავადებას, თუმცა სრულიად მსუბუქი პაციენტების შემთხვევაშიც, დაავადების მეხუთე, მეშვიდე, მერვე დღესაც შესაძლოა, დაიწყოს გართულება.

ვის დავუჯეროთ?! - ბუწაშვილი რატიანს განსხვავებული პოზიციით უპირისპირდება
2020-12-07ვის დავუჯეროთ?! - ბუწაშვილი რატიანს განსხვავებული პოზიციით უპირისპირდება

 

„ოჯახის წევრებს შორის იმათ, ვინც უფრო მაღალი ასაკის არის და თანხმლები დაავადება აქვთ, გართულებები უფრო ხშირად აქვთ, ეს უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ თუნდაც ერთნაირი ჯანმრთელობის და ასაკის მქონე ორ ადამიანში შეიძლება, ერთგან სრულიად მშვიდობიანად წარიმართოს და მეორეგან უცებ დაიწყოს გაუთვალისწინებელი და რაღაცნაირი გაუგებარი გართულებები. ამიტომ სიფრთხილე ყველას მართებს, მსუბუქ პაციენტებსაც.

 

თავიდან, როდესაც არ აქვთ სიმპტომები, შემდეგ ფიქრობენ, რომ უკვე გადავლილია, უნდა ახსოვდეთ, რომ მეხუთე, მეშვიდე, მერვე დღესაც სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება დაიწყოს გართულება, ამიტომ სიფხიზლე, ყურადღება, ოღონდ არა პანიკური შიში ყოველთვის უნდა იყოს კოვიდდადასტურებულ პაციენტებში“, – განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, მარი მალაზონიას გადაცემაში „პირადი ექიმი – კოვიდ-19 საგანგებო“.

ავტორი: თამთა თორდია

X