
დალი ჩიტალაძის შუ საქვეყნოდ ცნობილია. მის ცნობილ მეგობრებს, ეს ტკბილეული რომ მოენატრებათ, უკვეთენ, სტუმრობენ და დიდ სიამოვნებას იღებენ. დალისთან შუს ჭამა მთელი რიტულია.
ამჯერად, მოდის ექსპერტის შუს დასაგემოვნებლად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძეც მივიდა.
სტუმრებს შორის – ია ფარულავა, აჩიკო მეფარიძე და ნანა შუკვანი გახლდნენ.
დალი გვიყვება, რომ გიორგის შუ ძალიან მოეწონა, თავად მას კი – გიორგი.
დალი ჩიტალაძე: – გუშინ მსტუმრობდნენ. სპეციალურად შევიკრიბეთ, თან გიორგის ჩემი შუს გასინჯვა უნდოდა. ამ ვიზიტს ორგანიზება იამ გაუკეთა.
გიორგი მოვიდა, დააგემოვნა და იყო სრულიად შეშლილი. სიამოვნებისგან ოხრავდნენ.
ანრი ჯოხაძე რომ ჩემს შუს ჭამს, ისეთ ხმებს გამოსცემს, მაგრამ აჩიკო მეფარიძე უჯოკრავს (იცინის). მზარეულისთვის შრომის დაფასება, სიამოვნებისგან გამოცემული ხმებია. მერე, ვინ რამდენს შეჭამს, ერთმანეთს ეჯიბრებიან…
გიორგი ასე ახლოს, პირველად ვნახე. განცვიფრებული ვარ მისი პიროვნებით. ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი ადამიანია.
ის ისეთ კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა ცხოვრებაც სამაგალითოა. დავმეგობრდით და ეს ამბავი მახარებს.






















