
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ დროისთვის ვირუსის გავრცელების ტემპი კვლავ მაღალია და სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის.
„გასული 24 საათის განმავლობაში ისევ 6 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, სამწუხაროდ, 49 გარდაცვალება. შემთხვევების გავრცელების ტემპი, კვლავაც მაღალია. როგორც იკვეთება, სტაბილიზაციის ნიშნები არ არის არც ერთ რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრევენციული ზომების ზედმიწევნით, მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე.
გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავაც სავალდებულოა პირბადის გამოყენება ყველა სივრცეში, ძალაში რჩება ის რეგულაციები, რაც მოქმედებდა. განსაკუთრებით სოციალური ღონისძიებების შეზღუდვა”, – თქვა მან.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 5914 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 10.40%-ია.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓






















