
სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი მეგობრები კაფე „სტამბაში“ იკრიბებიან.
„ბოლო ინფორმაციით კაფე სტამბაში იკრიბებიან ოკუპანტი ღორები! ვისაც შეგიძლიათ, საშვიანებო და უსაშვოებო, მოკლედ 30 წუთში იქ ვიწყებთ შეკრებას! მთავრობა კი არა მონების ხროვა გვყავს,“ – წერს გიგა მაქარაშვილი.
არსებული ინფორმაციით, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში ჩამოვიდა. მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს.






















