
„კავკასუს ონლაინი“ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში „COVID 19″-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება. კომპანიამ მილიონი ლარი გადარიცხა ანგარიშზე, რომელიც სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე მიემართება – დანიშნულებით #Stopcov ფონდი.
StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
- 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოში 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















