10:05 | 2021-11-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სტრასბურგმა გვითხრა, ცივილიზებულად ცხოვრება სცადეთ და შევაფასებთ, ახერხებთ თუ ვერაო – სალომე სამადაშვილი

სტრასბურგმა გვითხრა, ცივილიზებულად ცხოვრება სცადეთ და შევაფასებთ, ახერხებთ თუ ვერაო – სალომე სამადაშვილი

სტრასბურგის სასამართლოში რომ გვიწევს წასვლა, იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ დაიღუპოს, მე უფრო ამაზე ვიდარდებდი, – ამის შესახებ პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა მიშასთვის, მიდი, იშიმშილე სიკვდილამდე, და ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, დიღომში, ლიუბლანას ქუჩის რომელ ნომერში მდებარეობს საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს?

 

გვითხრეს – ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმანეთს მოკლავთო. საბოლოო ჯამში, გვითხრეს, რომ ცივილიზებულად ცხოვრება სცადეთ, მოგვახსენეთ, ყოველ დღე, როგორ გამოგდით და 24-ში შევაფასებთ, ახერხებთ თუ ვერაო. ესაა და ეს“, – ვკითხულობთ სამადაშვილის ფეისბუკ-პოსტში.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X