22:42 | 2021-07-23 ავტორი: Prime Time

„სცილდება თმენის ვალდებულებას“ – ლომჯარია პრემიერის არასრულწლოვანი შვილების უნებართვო გადაღებაზე

„სცილდება თმენის ვალდებულებას“ – ლომჯარია პრემიერის არასრულწლოვანი შვილების უნებართვო გადაღებაზე

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება, სადაც ჟურნალისტი, პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვან შვილებს ვიდეოს უღებს და მათგან ინტერვიუს აღებას ცდილობს.

პრემიერის არასულწლოვანი შვილების დევნა კამერებით - ვრცელდება კადრები ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლიდან
2021-07-23პრემიერის არასულწლოვანი შვილების დევნა კამერებით - ვრცელდება კადრები ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლიდან

 

ნინო ლომჯარიას თქმით, დაუშვებელია ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა.

 

„რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები“,- აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

 

„დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს.

 

შესაბამისად, მედია საშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით“,- ამბობს სახალხო დამცველი.

 

ავტორი: Prime Time

X