11:50 | 2020-04-09 ავტორი: Prime Time

სწორი დიეტა და რჩევები ჭარბწონიანებისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის, კორონავირუსით რომ არ დაინციფირდეთ

სწორი დიეტა და რჩევები ჭარბწონიანებისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის, კორონავირუსით რომ არ დაინციფირდეთ

შაქრიანი დიაბეტსა და ჭარბ წონას მუდმივი კონტროლი და ექიმის რეკომენდაციების დაცვა სჭირდება.

განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის.

რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ ჭარბწონიანმა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებმა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის დროს, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ესაუბრება.

 

– ბატონო ლაშა, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დიაბეტის მქონე ადამიანისთვის კორონავირუსს?

 

კორონავირუსული ინფექციის მეთვალყურეობა საჭიროებს ენდოკრინოლოგის ჩართვას და ერთ-ერთ პირველ ხაზზე ყოფნას სხვა სპეციალისტებთან, მაგალითად თერაპევტებთან, ინფექციონისტებთან და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმებთან ერთად, რადგან დიაბეტის მქონე პირები იმყოფებიან განსაკუთრებით მაღალ რისკ ჯგუფში, რომ ინფიცირების შემთხვევაში განუვითარდეთ სერიოზული გართულებები.

ეს ეყრდნობა ჩინეთში ჩატარებულ კვლევის შედეგებს.

 

საყურადღებოა სხვა ენდოკრინული დარღვევებიც, როგორიცაა სიმსუქნე, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები და ა.შ , როგორც ვიცით შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა და მიმდინარეობს სისხლში მაღალი შაქრის ციფრებით, ხოლო მაღალი შაქრის ციფრები უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ზრდის ნებისმიერი ვირუსული ინფექციის განვითარების რისკს, მათ შორის რა თქმა უნდა კორონვირუსი.

 

რომ გადავხედოთ კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა თანმხლებ ქრონიკულ დაავადებებს წამყვანი სიკვდილიანობის მიხედვით იყო გულ-სისხლძარღვთა სისტემა და მეორე ადგილი უჭირავს შაქრიან დიაბეტს.

 

– საყოველთაოდ აღიარებული რეკონენდაციების გარდა, რა წესები უნდა დაიცვან პრევენციისთვის დიაბეტიანმა ადამიანებმა?

 

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და მით უმეტეს ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის.

 

ასეთმა პირებმა ბევრად უფრო სკულპულოზურად უნდა დაიცვან აღნიშნული წესები, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა უნდა მოაწესრიგონ შაქრის დონე სისხლში და ჩაიტარონ გლუკოზის მკაცრი კონტროლი სახლის პირობებში.

 

მკაცრად უნდა აღრიცხონ პრეპარატების მიღება და რაც მთავარია მუდმივად უნდა ჰქონდეთ კონტაქტი პირად ექიმთან.

 

– არსებობს მოსაზრება, რომ კორონავირუსის სამიზნეები არიან ჭარბწონიანი ადამიანები, თუ ეთანხმებით ამას და რა კავშირი აქვს სიმსუქნეს და კორონას?

 

სიმსუქნეც გახლავთ ქრონიკული დაავადება და ჭარბად დაგროვილი ცხიმოვანი ქსოვილი, შემდგომში მისი უარყოფითი ცვლილებებით, ასევე იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას, რაც რა თქმა უნდა ზრდის ნებისმიერი ვირუსით ინფიცირების რისკს, მათ შორის კორონავირუსით.

 

სიმსუქნე გარდა ქრონიკულისა გახლავთ კომპლექსური დაავადება და მისი უარყოფითი გავლენა მოიცავს თითქმის მთელ ორგანიზმს, ნახშირწყლოვან ცვლას, გულსისხლძარღვთა სისტემას, კუჭნაწლავის ტრაქტს და ა.შ.

 

რაც კიდე უფრო მეტად ზრდის დაინფიცრებისას გართულების საშიშროებას, გარდა ამისა სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ინფიცირებული ადამიანები, რომლებიც გადაყვანილი იყვნენ ხელოვნურ სუნთქვაზე, მათი 80 % დაავადებული იყო სიმსუქნით.

 

ეს აიხსნება იმით, რომ სიმსუქნე ასოცირებულია ისეთ სინდრომთან, რომელსაც ქვია ღამის აპნოე ანუ ღამით, ძილის დროს წამიერი სუნთვის გაჩერება, რაც ვირუსით ინფიცირებისას კიდევ მეტად მწვავდება.

 

– იმუნიტეტია ახლა მთავარი, რასაც სჭირდება შესაბამისი რაციონი, როგორ უნდა დაიცვას ხალხმა ოქროს შუალედი?

 

– დიახ, იმუნური სისტემა მნიშვნელოვანია ამ დროს, ამ პერიოდში ვირუსთან მიმართებაში თუ გავითვალისწინებთ, რომ იმუნური სისტემა უნდა მუშაობდეს გამართულად რადგან თავიდან ავიცილოთ ინფიცირება.

 

აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს, სამ ძირითად კომპონენტს: სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და სწორი ძილი.

 

დღის განმავლობაში უნდა ვიკვებოთ 4-5 – ჯერ, კვებებს შორის შუალედი უნდა იყოს მინიმუმ 2,5 და მაქსიმუმ 4 საათი, უნდა გვქონდეს საუზმე, სადილი და ვახშამი, ამასთან 1 ან 2 დამატებითი კვება ხილით, რძის პროდუქტით ან ბოსტნეულით.

 

დღეის მდგომარეობით, იმისათვის რომ ვიზრუნოთ ჩვენ იმუნურ სისტემაზე, სასურველია, კვების რაციონში ჩართული იყოს დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, ცოცხალი სახით, რათა ორგანიზმში შევიდეს ყველა ის მიკრო-მაკროელემენტი და ვიტამინები, რაც აუცილებელია ჩვენი მეტაბოლიზმისათვის.

 

იზოლაციის პირობებში, როდესაც გვიწევს პროდუქტების მომარაგება, რთულია რძის პროდუქტებზე და ხორცზე საუბარი, მაგრამ მათი სრულად ამოღება რაციონიდან არ არის რეკომენდებული.

 

საქართველო მდიდარია ხილით და ბოსტნეულით და ჩვენ ამ სეზონზე გვაქვს ისეთი პროდუქტი, რომელიც არ არის მალფუჭებადი, მაგალითად კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ვაშლი, ჯინჯერი.

 

ამ დროს რაციონში სასურველია შეტანილი იყოს ავოკადო ცხიმების დიდი რაოდენობის არსებობის გამო, გარდა ამისა ის არის ერთ-ერთი პროდუქტი, რომლისგანაც შეიძლება მივიღოთ გარკვეული რაოდენობის დ ვიტამინიც, ასევე მნიშვნელოვანი გამოვიყენოთ ლობიო, რომელიც მდიდარია მცენარეული ცილებით და მნიშვნელოვანი ჩვენი იმუნური სისტემის გამართული მუშაობისათვის, არ უნდა დაგვავიწყდეს თხილეული: ნიგოზი, ნუში, ტყის თხილი.

 

– დაბოლოს, ხომ ვერ გაუზიარებთ მკითხველს დიეტას, რომლითაც თვითიზოლაციის დროს მომატებულ კილოგრამებს დაიკლებენ და ჯანმრთელობასაც არ დაიზიანებენ?

 

-ზოგადად დიეტა ანუ სწორი ბალანსირენული, რაციონალური, ჯანსაღი კვება სიმსუქნის მკურნალობის დროს დგება გარკვეული დიაგნოსტიკური კვლევების შემდეგ და ეს ყველასთვის ინდივიდუალურია, ამიტომ კონკრეტულ კვებას ვერ დავწერთ, რომ უნივერსალური იყოს ყველა ადამიანისათვის.

 

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, მარტივია ზემოთ აღნიშნული პროდუქტებიდან დღის რაციონის შექმნა და რეჟიმის მორგება საკუთარ თავზე.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ დღის განმავლობაში რაციონის მოცულობა უნდა იყოს დაახლოებით 1,5 -2 კგ, უნდა გადავანაწილოთ დღის მანძილზე.

 

შევეცადოთ ყველაფერი მივირთვათ უშაქროდ, უმარილოდ და არ უნდა დაგვავიწყდეს წყალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

 

ავტორი: Prime Time

X