
საქართველოში 14 აგვისტოდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება დაგვიანებულად, თუმცა დადებითად შეაფასა.
„საღმა აზრმა გაიმარჯვა! დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა. სამედიცინო პირბადე ყველგან და ყოველთვის ! დისტანციის დაცვა ყველგან, საყოველთაო ვაქცინაცია (12 წლიდან „ფაიზერის“ ვაქცინაცია დავიწყოთ) დავიცვათ სიცოცხლე“, – დაწერა ფხაკაძემ სოციალურ ქსელში.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:
შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; • იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;
საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;
ნახეთ დღევანდელი ბრიფინგის მთავარი მესიჯები
ყველა შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ამოქმედდება
კვების ობიექტების მუშაობის დრო იცვლება






















