12:03 | 2020-03-18 ავტორი: Prime Time

სწრაფი კვების ქსელმა Covid19-ის გამო „თითების ლოკვის“ შემცველი რეკლამა გააუქმა

სწრაფი კვების ქსელმა Covid19-ის გამო „თითების ლოკვის“ შემცველი რეკლამა გააუქმა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, ხაზს უსვამს, რომ ხელები საპნითა და წყლით, არანაკლებ 20 წამისა, ხშირად უნდა დავიბანოთ, ან სპირტის შემცვლელი ხსნარი გამოვიყენოთ. გარდა ამისა, მოგვიწოდებს, რომ დაუბანელი ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს არ შევეხოთ.

 

 

Marketer-ის ცნობით, სწორედ ამის გამო, სწრაფი კვების ქსელმა KFC-მ შეაჩერა სარეკლამო კამპანია „Finger Lickin Good“, სადაც ადამიანები მისი პროდუქტისგან მიღებულ სიამოვნებას თითების ლოკვით გამოხატავენ.

 

კამპანიის გასაგრძელებლად, შესაფერისი დრო არ აღმოჩნდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ის დროებით შეგვეჩერებინა. თუმცა კი, ამ კამპანიით ნამდვილად ვამაყობთ და მოუთმენლად ველით, რომ ის, რაც შეიძლება მალე გავაგრძელოთ.

ავტორი: Prime Time

X