15:40 | 2020-03-24 ავტორი: ნინი ტაველიძე

სწრაფი ტესტების კომერციული მიზნით გამოყენება ამ ეტაპზე არ იგეგმება – ტიკარაძე

სწრაფი ტესტების კომერციული მიზნით გამოყენება ამ ეტაპზე არ იგეგმება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწრაფი ტესტების გამოყენებას კომერციული მიზნით სახელმწიფო ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

 

„ჩვენ ვყიდულობთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ტესტებს, რომლებიც ეტაპობრივად, 4 ეტაპად შემოვა საქართველოში.ეს არის სახელმწიფო შესყიდვები.

 

არ მიგვაჩნია, რომ ეს ტესტები უნდა იყოს გამოყენებული კომერციული მიზნით. თუმცა, რა თქმა უნდა, გარდა ლუგარის ლაბორატორიისა, დღესდღეობით ჩართულია სხვადასხვა ლაბორატორია იქიდან გამომდინარე, რომ გეოგრაფიული სეგმენტი გავშალოთ. ამ ეტაპზე მისი კომერციალიზაცია არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად,“,- განაცხადა ტიკარაძემ.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X