
ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდა.
დღემდე ზუსტად არავინ იცის, რა გეგმები აქვს ერთ დროს მმართველი პარტიის გამოკვეთილ ლიდერს. თუმცა მისივე განცხადებით ცნობილია, რომ არსად წასულა, არც პოლიტიკიდან მიდის და აპირებს დაასრულოს პოლარიზაცია.
სანამ ყოფილი პრემიერი სამომავლო გეგმებს აწყობს, პარალელურად მცირე დოზით, მაგრამ მაინც ცნობილი ხდება სად ატარებს აპოლიტიკურ დღეებს.

მაგალითად, 31 მარტს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამ დროისთვის მუხურში საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

დღეს კი ქართული ფეხბურთის ლეგენდებმა ძმებმა არველაძეებმა გახარიასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს.






















