
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.
„დელტას შტამმა“ რაც აჩვენა, ამ მომენტში, გარკვეულწილად შეცვალა მეცნიერების მოსაზრება, მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა იყოს აცრილი. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ დაახლოებით 60% უნდა იყოს, თუმცა ახლა ნახეს, რომ 80%-მდე უნდა ავიდეს.
საქართველოს მდგომარეობა ძალიან პრობლემურია. 3-4%-ია აცრილი და ამას ზღვაში წვეთიც კი არ შეიძლება ეწოდოს. მით უმეტეს, რომ საქართველოსი შეზღუდვები მოხსნილია, საზღვრები – გახსნილი და ტურისტული სეზონია. უამრავი ხალხია და თან როგორც ირკვევა, ამ ტურისტულ სეზონზე ეს ხალხი არანაირ წესებსაც არ იცავს, ხომ, რა გითხრათ?! ეს ხუმრობაც არ არის. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხად ითვლებიან და უყვართ, ყველას თან გადაჰყვნენ. ახლა ჩვენ ამას ვუკეთებთ დელტა შტამს, გავუღეთ კარი და ვუთხარი, რომ აი, მობრძანდით !“, – განაცხადა ექსპერტმა.






















