13:23 | 2021-06-10 ავტორი: თამარ გონგაძე

“სუხიშვილების” ნაწილმა კოვიდი გასტროლების დროს გადავიტანეთ” – აი, რა კამპანია დაიწყო ნაციონალურმა ბალეტმა

“სუხიშვილების” ნაწილმა კოვიდი გასტროლების დროს გადავიტანეთ” – აი, რა კამპანია დაიწყო ნაციონალურმა ბალეტმა

ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა “სუხიშვილებმა”, ერთგვარი კამპანია წამოიწყო “აი ცერი”, ანსამბლის სოციალური მედიის მენეჯერმა შექმნა პოსტერი.

 

როგორც “სუხიშვილების” აღმასრულებელი მენეჯერი და დირექტორის მოადგილე “პრაიმტრაიმთან” საუბრისას აღნიშნავს, გუშინ ანსამბლის ნაწილი აიცრა, დღეს მეორე ნაწილი აიცრება.

 

 

ხატია ეკიზაშვილი: – ანსამბლის წევრები ავიცერით. გასტროლებზე სასიარულოდ, თითქმის ყველა ქვეყანა ითხოვს კოვიდპასპორტს. თუმცა სულ რომ არ დავდიოდეთ გასტროლებზე, მაინც ვთვლით, რომ ამ გიჟური პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაა.

 

ნინო სუხიშვილი ჯერ ვერ აიცრება, აპრილში გადიტანა კოვიდი. ილიკო ამ დღეებში იკეთებს ვაქცინას.

 

ორი თვე, თებერვალი და მარტი, გასტროლებზე ვიყავით უკრაინაში. იმ პერიოდში იქაც რაღაც ქალაქები ჩაკეტილი და წითელ ზონად გამოცხადებული იყო. 25 ქალაქში გვქონდა კონცერტი, დარბაზები სავსე იყო, ბუნებრივია, რეგულაციების დაცვით. თუმცა დასწრებით თუ ვიმსჯელებთ, გეგონებოდათ, რომ პანდემია არც არსებობს. ჩვენ უფრო გვახსოვდა პანდემია, ვიდრე – უკრაინელ მაყურებელს. ანსამბლის გარკვეულმა ნაწილმა გასტროლის დროს გადავიტანეთ კოვიდი. ღმერთის წყალობით, მსუბუქი ფორმით.

 

ორთვიან ხანგრძლივ მოგზაურობაში დიდი შემადგენლობით დავდივართ. ეს მოცეკვავეების ჩანაცვლების საშუალებას იძლევა, კოვიდიანი მოცეკვავები სხვებმა ჩაანაცვლეს. პირადი ექიმი მუდმივად ხაზზე გვყავდა, პროდიუსერი უზრუნველგვყოფდა, ძალიან გვივლიდნენ.

 

თვის ბოლოს, ნაფეტვრებში, “თაკარას” ღია სცენის სეზონი გაიხსნება. ივლისში შვეიცარიაში მივდივართ, ვერბიეს საერთაშორისო ფესტივალზე. კლასიკური მუსიკის ფესტივალია, მაგრამ ჩვენ ორი კონცერტით ვართ მიწვეული.

ავტორი: თამარ გონგაძე

X