16:42 | 2020-05-12 ავტორი: თეონა ყაჭიური

სულ არ ანაღვლებს ვირუსს 9 საათზე გადაედება თუ დილის 5 საათზე – შალვა ნათელაშვილი

სულ არ ანაღვლებს ვირუსს 9 საათზე გადაედება თუ დილის 5 საათზე – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველა მათ შეთავაზებაზე, რაც კორონავირუსს ეხებოდა, უარი განაცხადა. ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

 

შალვა ნათელაშვილის თქმით, გაუგებარია, რა საჭიროა დაწესებული შეზღუდვები, როდესაც ევროპა წესების დაცვით იწყებს ახალ ცხოვრებას.

 

„გაუგებარი რჩება, რა საჭიროა კომენდანტის საათი. სულ არ ანაღვლებს ვირუსს 9 საათზე გადაედება, ღმერთმა ნუ ქნას, თუ დილის 5 საათზე.

 

მორიგი წუწაობა და ბლეფი - შალვა ნათელაშვილი შეზღუდვების მოხსნას აფასებს
2020-05-04მორიგი წუწაობა და ბლეფი - შალვა ნათელაშვილი შეზღუდვების მოხსნას აფასებს

 

რა საჭიროა საგანგებო მდგომარეობა,  ომია გამოცხადებული თუ შიდა არეულობა, რა საჭიროა ავტომატიანი ხალხის შეწუხება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება და ხალხის შინაპატიმრობა.

 

რა საჭიროა მაღაზიებისა და სავაჭრო წერტილების დაკეტვა, როცა სანიტარული წესების დაცვით ევროპა იღვიძებს.

 

ხელისუფლებამ ყველფერი გამოიყენა იმისთვის, რა შედეგებიც ახლა დადგა. ნახეს, რომ შეიძლება კორონამ გაუმართლოს და გაახანგრძლივოს მათი ყოფნა ხელისუფლებაში. ​ნიღბებიდან დაწყებული, ყველაფრით ფული გააკეთეს“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X